Тбилиси

Среда, 11 Ноябрь

3°
Переменная облачность

Последующие 24 часа

9 Часов
4°
10 Часов
5°
11 Часов
7°
12 Часов
8°
13 Часов
9°

Ветер и давление

Скорость ветра:

7 kph, ENE

Давление:

102.60 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

3°

1°

ENE

86 %

7 kph

102.60 kpa

16 km

Официальный курс
10 Ноя 11 Ноя
1 USD 2.5943 2.5936 -0.03%
1 EUR 2.9041 2.9111 0.24%
100 RUB 3.1484 3.1308 -0.56%
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა

დღეს, 23 აპრილს, სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, სტამბოლიდან დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა და მას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა,

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პირველ ჯერზე მიწისძვრის სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდა იყო (ადგილობრივი დროით 12:13 წუთზე), რასაც 12:49 წუთზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა, 12:51 წუთზე კი მესამედ დაფიქსირდა მიწისქვეშა ბიძგები - ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრე 4.4მაგნიტუდა იყო.

მიუხედავად ძლიერი ბიძგებისა, ამ დროისთვის არ არის ინფორმაცია სერიოზული დაზიანებების ან მსხვერპლის შესახებ. თუმცა, სტამბოლის მოსახლეობამ პანიკით დატოვა შენობები, რამაც ქალაქის გარკვეულ უბნებში, განსაკუთრებით კუჩუკჩეკმეჯეს რაიონში, სატრანსპორტო შეფერხებები გამოიწვია.

ამჟამად სტამბოლის ხელისუფლება აგრძელებს შენობების უსაფრთხოების შემოწმებას და მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან სიფრთხილე და დაემორჩილონ ოფიციალურ რეკომენდაციებს.

თურქეთი მდებარეობს ორ დიდ გეოლოგიურ ფალტზე, რაც მას მიწისძვრებისადმი მეტად მგრძნობიარეს ხდის. დღევანდელი მიწისძვრა სტამბოლში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ბოლო წლების განმავლობაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL