Tbilisi

Thursday, 25 April

20°
Clear

Hourly Forecast

22 Hours
20°
23 Hours
19°
21 Hours
22°

Wind and pressure

Wind Speed:

9 kph, ESE

Pressure:

101.70 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

19°

20°

ESE

55 %

9 kph

101.70 kpa

16 km

Official course
25 Apr 26 Apr
1 USD 2.6910 2.6859 -0.19%
1 EUR 2.8756 2.8804 0.17%
100 RUB 2.9082 2.9145 0.22%
ატენი, ქარელი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი – სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონები და შედეგები
ატენი, ქარელი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი – სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონები და შედეგები

გუშინდელი უამინდობის გამო, ბევრი რეგიონი დაზარალდა, მათ შორის: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, ატენი, ქარელი, გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთი, კახეთის რამდენიმე სოფელი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტიქიამ სოფელ ირაგაში, ალექსეევკაში, ჭივჭავში, მაწევანში, ჩხიკვთაში, ჯორჯიაშვილში, ასურეთის ნაწილსა და ქალაქ თეთრიწყარო სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სეტყვამ ძირითადად ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა, ზარალის დამთვლელი კომისია დღეიდან დაიწყებს მუშაობას.

184294979-805560353693912-6901893007366038433-n-1620633566.jpg

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. დასეტყვილია ვენახები და მარცვლეული კულტურები. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოში და გურჯაანშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ხოლო უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ნაწილი დატბორა.

download-1-1620633613.png

უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

184878465-478366753397322-5633025354400397366-n-1620633664.jpg

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქარელის მუნიციპალიტეტშიც. სოფლების - გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა გადაკეტა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
თბილისში 31 გრადუსამდე დათბება - ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონებში
თბილისში 31 გრადუსამდე დათბება - ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონებში
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL