Tbilisi

Tuesday, 29 April

6°
Cloudy

Hourly Forecast

23 Hours
7°
22 Hours
12°

Wind and pressure

Wind Speed:

0 kph, CLM

Pressure:

102.80 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

8°

6°

CLM

93 %

0 kph

102.80 kpa

16 km

Official course
29 Apr 30 Apr
1 USD 2.7496 2.7516 0.07%
1 EUR 3.1227 3.1305 0.25%
100 RUB 3.3435 3.3672 0.71%
ეტნას ძლიერი ამოფრქვევა - კატანიის აეროპორტში ავიარეისები 6 დღით გაუქმდა
ეტნას ძლიერი ამოფრქვევა - კატანიის აეროპორტში ავიარეისები 6 დღით გაუქმდა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის ქალაქ კატანიაში ავიარეისები გაუქმდა, შეზღუდვა უახლოესი 6 დღის განმავლობაში იმოქმედებს. მედიის ინფორმაციით, 3 330 მეტრი სიმაღლის ვულკანი კვირას ღამით ამოქმედდა და ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო. როგორც გაზეთი Giornale di Sicilia წერს, ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

კატანიის მერმა ენრიკო ტრაანტინომ ქალაქში მოტოციკლებითა და ველოსიპედებით გადაადგილება 2 დღით აკრძალა, რადგან ბევრი ქუჩა ფერფლითაა დაფარული.

ამასთანავე, ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რადგან ფერფლით დაფარულ გზებზე მოძრაობა სახიფათოა და გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ეტნა ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში. ვულკანის დიდი ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ეს არის ასეთი ძალის მეხუთე ამოფრქვევა გასული წლის ივლისის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
საქართველოში კვლავ თოვაა - შეზღუდვები გზებზე
საქართველოში კვლავ თოვაა - შეზღუდვები გზებზე
5 ქვეყანა, სადაც მაისში უკვე ზაფხული და საუკეთესო საზღვაო სეზონია
5 ქვეყანა, სადაც მაისში უკვე ზაფხული და საუკეთესო საზღვაო სეზონია
ამინდის უახლესი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
ამინდის უახლესი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

კილომეტრი
მილი
USD
GEL