Sunday, 13 October
Wind Speed:
6 kph, S
Pressure:
101.80 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
19°
16°
S
93 %
6 kph
101.80 kpa
16 km
11 Oct | 12 Oct | ||
1 USD | 2.7255 | 2.7263 | 0.03% |
1 EUR | 2.9803 | 2.9804 | 0.0% |
100 RUB | 2.7990 | 2.8367 | 1.35% |
ვარსკვლავებზე დამკვირვებლებს შესაძლებლობა გაქვთ, მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე შორეული პლანეტა ორშაბათს ღამით დაინახოთ. ამ დროს დედამიწა მზესა და ურანს შორის იქნება.
დამკვირვებლებს ურანის ნათლად დანახვაში კიდევ ერთი ფაქტორი შეუწყობს ხელს. ორშაბათს ახალი მთვარე იქნება, რაც მეტ სიბნელეს განაპირობებს.
NASA-ს ცნობით, ურანის დასანახად ყველაზე მარტივი გზა ზუსტად შუაღამით ცაზე დაკვირვებაა. ის იუპიტერსა და პლეადების ვარსკვლავური გროვის ნათებას შორის მოექცევა.
ურანი შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც დიდი კაშკაშა ვარსკვლავი. თუმცა მისი ლურ-მწვანე ელფერი დაგეხმარებათ, რომ მარტივად გაარჩიოთ ვარსკვლავებისგან.
მიმდინარე წელს ურანი უკვე გამოჩნდა ცაზე, როგორც 5 პლანეტისგან შემდგარი აღლუმის ერთ-ერთი მონაწილე სატურნთან, ნეპტუნთან, იუპიტერსა და მერკურთან ერთად.
· ურანი ცნობილია, როგორც "გვერდითი პლანეტა", რადგან ის ბრუნავს თავის მხარეს;
· ურანი 1781 წელს უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა;
· ურანი იყო პირველი პლანეტა, რომელიც ტელესკოპის გამოყენებით აღმოაჩინეს;
· ურანი ყინულის გიგანტური პლანეტაა და დედამიწაზე თითქმის ოთხჯერ დიდია;
· ურანს აქვს 27 ცნობილი მთვარე, რომელთა უმეტესობას ლიტერატურული პერსონაჟების სახელები აქვს;
· სატურნის, იუპიტერისა და ნეპტუნის მსგავსად, ურანი რგოლიანი პლანეტაა;
· ურანის ერთი დღე არის 17 დედამიწის საათი;
· ურანის ერთი წელი არის 84 დედამიწის წელი;
· Voyager 2 ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომელმაც ურანი მოინახულა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.