თბილისი

კვირა, 19 მაისი

12°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

3 საათი
11°
4 საათი
11°
5 საათი
10°
6 საათი
10°
7 საათი
11°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

20 kph, NNW

წნევა:

101.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

15°

12°

NNW

76 %

20 kph

101.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
17 მაი 18 მაი
1 USD 2.7596 2.7585 -0.04%
1 EUR 3.0002 2.9910 -0.31%
100 RUB 3.0377 3.0337 -0.13%
მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა "მდუღარე ოკეანით"
მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა "მდუღარე ოკეანით"

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წის მიღ­მა, ამ თე­მა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბია მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ამ დრომ­დე სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი არ აქვთ. ახ­ლა­ხან მკვლევ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს შო­რე­უ­ლი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ფა­რუ­ლია ღრმა­წყლო­ვა­ნი, მდუ­ღა­რე ოკე­ა­ნით. ას­ტრო­ნო­მე­ბის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, არის თუა არა იქ სა­სი­ცო­ცხლო პი­რო­ბე­ბი.

"ამ­გვა­რი აღ­მო­ჩე­ნა არის წინსვლა დე­და­მი­წის მიღ­მა სი­ცო­ცხლის პი­რო­ბე­ბის ძი­ე­ბის გზა­ზე", - წერს The Guardian.

NASA-ს ჯე­იმს უე­ბის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის დაკ­ვირ­ვე­ბით, პლა­ნე­ტა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია წყლის ორ­თქლი და მე­თა­ნი­სა და ნახ­ში­რორ­ჟან­გის ქი­მი­უ­რი ნიშ­ნე­ბი. ახა­ლი პლა­ნე­ტა ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა დე­და­მი­წას და ჩვენ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 70 სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქი­მი­უ­რი ნა­რე­ვი მი­ე­კუთ­ვნე­ბა წყლის სამ­ყა­როს, და გვხვდე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ატ­მოს­ფე­რო მდი­და­რია წყალ­ბა­დით.

"ოკე­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა აღ­წევ­დეს 100 გრა­დუს ცელ­სი­უსს ან მეტს“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ნიკუ მად­ჰუ­სუდ­ჰა­ნი, რო­მე­ლიც კვლე­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მისი თქმით, მა­ღა­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვის გამო, ოკე­ა­ნე შე­საძ­ლოა თხე­ვა­დი იყოს.

ამავდრო­უ­ლად, ამ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას უარ­ყოფს კა­ნა­დელ მეც­ნი­ერ­თა გუნ­დი, რო­მელ­მაც ჩა­ა­ტა­რა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი იმა­ვე ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტა­ზე. მათი თქმი­თაც, პლა­ნე­ტა­ზე მსგავ­სი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ქი­მი­კა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი პლა­ნე­ტა წყლის არ­სე­ბო­ბის­თვის ზედ­მე­ტად ცხე­ლია და ამის ნაც­ვლად ექ­ნე­ბა კლდო­ვა­ნი ზე­და­პი­რი წყალ­ბა­დი­სა და წყლის ორ­თქლის დიდი, მკვრი­ვი ატ­მოს­ფე­რო­თი.

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის რო­მე­ლი გუნ­დია მარ­თა­ლი, ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ჯე­იმს უე­ბის ტე­ლეს­კო­პი გვაწ­ვდის მზის სის­ტე­მის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის ბუ­ნე­ბა­ზე უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ტე­ლეს­კო­პი იჭერს ვარ­სკვლა­ვურ შუქს, რო­მე­ლიც გა­ფილტრუ­ლია ორ­ბი­ტა­ზე მოძ­რა­ვი პლა­ნე­ტე­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში, რათა მოხ­დეს არ­სე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის დე­ტა­ლუ­რი დაშ­ლა. აქე­დან, ას­ტრო­ნო­მებს შე­უძ­ლი­ათ შექ­მნან პლა­ნე­ტის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის სუ­რა­თი და გა­არ­კვი­ონ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა აღ­ნიშ­ნულ პლა­ნე­ტა­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შატილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შატილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა და ქარი
საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა და ქარი
საქართველოში უამინდობა გრძელდება
საქართველოში უამინდობა გრძელდება

კილომეტრი
მილი
USD
GEL